ანაგი ქოლაბი კოლაბორაციებისთვის - ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეში

3 მარტი 2025
ანაგი ქოლაბი კოლაბორაციებისთვის - ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეში

საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი აანონსებს ახალ მიმართულებას − ანაგი ქოლაბს, რომელიც დეველოპერებსა და ინვესტორებს სთავაზობს კომპლექსურ აუთსორსინგსსერვისების სრულ პაკეტს უძრავი ქონების პროექტების დასაწყებად, განვითარებისთვის და წარმატებით დასასრულებლად.

კომპანია ანაგს სამშენებლო სექტორში წამყვანი პოზიციები უკავია და წარმატებით აქვს დასრულებული 300-მდე პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანიების საცხოვრებელი სახლები, გამორჩეული საზოგადოებრივი ობიექტები და სამრეწველო ნაგებობები.

შესაბამისად, რადგან ანაგს საკუთარი გამოცდილებით დანერგილი აქვს სამშენებლო სექტორში ხარისხი, სანდოობა და მაღალი სტანდარტი, ახლა უკვე განვითარების მიზნით, კოლაბორაციული პროექტებისთვის წარადგინა ახალი მიმართულება − ანაგი ქოლაბი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას.

ანაგი ქოლაბი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყოველ პროექტზე და უზრუნველყოფს გამართულ და ხარისხიან განხორციელებასდაწყებული მიწის ნაკვეთის მოძიებით, დასრულებული გაყიდვების შემდგომი მომსახურებით.

უფრო დეტალურად, ანაგი ქოლაბის სერვისები მოიცავსსაინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას, მიზანშეწონილობის ანალიზს, კომერციული გუნდის ფორმირებას, არქიტექტურულ მომსახურებას, საინვესტიციო პროდუქტების შექმნას, გაყიდვების, მარკეტინგის მართვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, იურიდიულ სერვისს, ფინანსურ ანალიტიკას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

ყველა ეტაპი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ორგანიზებულად, რაც მომხმარებელს დროის, რესურსების დაზოგვაში ეხმარება და ქმნის სანდოობის გარანტიას.

აღნიშნული სერვისებით ანაგი ქოლაბი კომპანია ანაგთან ერთად დეველოპერულ სექტორში მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ინოვაციურ მიდგომებს, ბიზნესპროცესების ეფექტურ მართვას ნერგავს და ამით ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

გვჯერა, ჩვენი ხედვა და ინოვაციური მიდგომა შექმნის ისეთ გარემოს, სადაც დეველოპერები შეძლებენ ახალი სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მთელ სექტორში პროგრესის მიღწევას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მომავლისთვის, სადაც უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო ძლიერი და მდგრადი გახდება", – აღნიშნავს ანაგი ქოლაბის CEO თამარ გაფრინდაშვილი

ანაგი ქოლაბი კოლაბორაციებისთვის - ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეში