ანაგი ქოლაბს - რომელიც ბაზარს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დეველოპერულ სერვისებს სთავაზობს - თამარ გაფრინდაშვილი უხელმძღვანელებს

28 მარტი 2025
ანაგი ქოლაბს - რომელიც ბაზარს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დეველოპერულ სერვისებს სთავაზობს - თამარ გაფრინდაშვილი უხელმძღვანელებს

ანაგი ქოლაბი კოლაბორაციებისთვის − ყველა დეველოპერული სერვისი 1 სივრცეში

 

საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი აანონსებს ახალ მიმართულებას − ანაგი ქოლაბს, რომელიც დეველოპერებსა და ინვესტორებს სთავაზობს კომპლექსურ აუთსორსინგსსერვისების სრულ პაკეტს უძრავი ქონების პროექტების დასაწყებად, განვითარებისთვის და წარმატებით დასასრულებლად.

თამარ გაფრინდაშვილს უძრავი ქონების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. მას წარმატებით აქვს განხორციელებული სხვადასხვა მსხვილი დეველოპერული პროექტები და აქტიურად ხელმძღვანელობდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ანაგი ქოლაბი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყოველ პროექტზე და უზრუნველყოფს გამართულ და ხარისხიან განხორციელებასდაწყებული მიწის ნაკვეთის მოძიებით, დასრულებული გაყიდვების შემდგომი მომსახურებით.

 

უფრო დეტალურად, ანაგი ქოლაბის სერვისები მოიცავსსაინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას, მიზანშეწონილობის ანალიზს, კომერციული გუნდის ფორმირებას, არქიტექტურულ მომსახურებას, საინვესტიციო პროდუქტების შექმნას, გაყიდვების, მარკეტინგის მართვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, იურიდიულ სერვისს, ფინანსურ ანალიტიკას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

ყველა ეტაპი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ორგანიზებულად, რაც მომხმარებელს დროის, რესურსების დაზოგვაში ეხმარება და ქმნის სანდოობის გარანტიას.

 

აღნიშნული სერვისებით, ანაგი ქოლაბი, ანაგთან ერთად დეველოპერულ სექტორში მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ინოვაციურ მიდგომებს, ბიზნესპროცესების ეფექტურ მართვას ნერგავს და ამით ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

 

გვჯერა, ჩვენი ხედვა და ინოვაციური მიდგომა შექმნის ისეთ გარემოს, სადაც დეველოპერები შეძლებენ ახალი სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მთელ სექტორში პროგრესის მიღწევას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მომავლისთვის, სადაც უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო ძლიერი და მდგრადი გახდება",  – აღნიშნავს ანაგი ქოლაბის CEO - თამარ გაფრინდაშვილი

 

ანაგი ქოლაბს - რომელიც ბაზარს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დეველოპერულ სერვისებს სთავაზობს - თამარ გაფრინდაშვილი უხელმძღვანელებს